დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

სავარაუდოდ, ღარიბაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა, თუმცა პრემიერს ან მინისტრებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს და ამ პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც დეპუტატები არ უარყოფენ, პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლებს.

ცნობები ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკაში დაბრუნებაზე განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.