2024 წლის ბერლინალეს ტრადიციული სექცია „პანორამა” გაიხსნება ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმით – “Crossing”.

ლია ყოფილი მასწავლებელია, რომელიც დიდი ხნის დაკარგულ დისშვილს ეძებს. იგი ბათუმიდან სტამბულში მიემგზავრება, სადაც შეხვდება ევრიმს, ადვოკატს, რომელიც ტრანსი ადამიანების უფლებებისთვის იბრძვის. თეკლა კი დეიდასთან საერთო ენას პოულობს – ასეთია ფილმის აღწერა, რომელშიც მთავარ როლს მზია არაბული ასრულებს.

„თავის მეოთხე მხატვრულ ფილმში ლევან აკინი ადგილების წარმოჩენით ქმნის სივრცეს, რომელიც ქვიარ ადამიანებს სთავაზობს კომფორტსა და სოლიდარობას; იგი შლის საზღვრებს  წარმოსახვასა და რეალობას შორის “, – წერია ფილმის დახასიათებაში.

ლევან აკინს ქართველი მაყურებელი იცნობს ფილმით „და ჩვენ ვიცეკვეთ”.