პირველი მაისიდან ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია გაიზრდება – შსს

პირველი მაისიდან ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია (კომპენსაცია) იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არცელებს.

უწყების განცხადებით, მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტს 2023 წლის 13 დეკემბერს წარედგინა.

წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

როგორც შსს აცხადებს, საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით:

შსს განცხადებით, 2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება პენსიის (კომპენსაცია) გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტების გამოანგარიშების პრინციპი.

კერძოდ, პენსიისთვის განსაზღვრულ არსებულ თანხას დაემატება: