ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქების შედეგად, 100- ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას, ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედია ავრცელებს.
სოლეიმანის საფლავთან, მისი გარდაცვალების 4 წლისთავისთვის მიძღვნილ ცერემონიაზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ცნობილია, რომ ერთმანეთის მიყოლებით ორი აფეთქება მოხდა. ირანული მედია ორ ვერსიას განიხილავს – გაზის ბალონების აფეთქება, ან ტერორისტული თავდასხმა.
ადგილზე მუშაობენ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლები. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაშავებულია, სულ მცირე, 50 ადამიანი.
ყასემ სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს, აშშ-ს მიზნობრივ საჰაერო იერიშის ემსხვერპლა ერაყში.
გირჩევთ, წაიკითხოთ მასალები “ნეტგაზეთის” არქივიდან: