ახალი ამბები

ძლიერი თოვა, ქარბუქი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება – როგორი ამინდი იქნება 3-5 იანვარს

3 იანვარი, 2024 • 5339
ძლიერი თოვა, ქარბუქი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება – როგორი ამინდი იქნება 3-5 იანვარს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 3-5 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

სააგენტოს ცნობით, 3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე განცხადებით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი