რუსული ავიაკომპანია The Polar Airlines-ის პილოტმა საბჭოთა წარმოების სამგზავრო თვითმფრინავი An-24 აეროპორტის ნაცვლად შეცდომით დასვა გაყინულ მდინარეზე.
შემთხვევა იაკუტიის ოლქში, შორეულ აღმოსავლეთში, ქალაქ ზირიანკაში მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე 30 ადამიანი იმყოფებოდა, შედეგად, არავინ დაშავებულა.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი პილოტის შეცდომაა, რომელსაც მდინარე ასაფრენ-დასაფრენ ბილიკში აერია.
როგორც წესი, წელიწადის ამ დროს რუსეთში ჩრდილოეთ რეგიონებში მდინარეებისა და ტბების ნაწილი იმდენად იყიდენა, რომ მათ ზედაპირზე ტრანსპორტის მოძრაობაც კი არის შესაძლებელი.
