2023 წელს მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა, აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ [TI].
ინფორმაცია ორგანიზაციამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვა – სახელმწიფო უწყებიდან, რომელიც მსგავს საქმეებს იკვლევს. მიღებული ინფორმაციის [2023-ის იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით] თანახმად:
აქედან ერთ საქმეზე გამოძიება შეწყდა, 4 საქმე არსებითი განხილვის მიზნით სასამართლოში გაიგზავნა, 9-ზე კი გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, 6 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ დაიწყო.
TI გამოყოფს ჟურნალისტებისდამი ძალადობის სამ ძირითად კატეგორიას:
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, „ჟურნალისტებზე თავდასხმები, მათ მიმართ მუქარა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინებისა და დისკრედიტაციის მცდელობების გახშირებული შემთხვევები, დანაშაულების გამოუძიებლობა და დაუსჯელობა კლეპტოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მახასიათებელია“.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2024-ის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ევროინტეგრაციის მისაღწევად, მნიშვნელოვანია, „მმართველმა პარტიამ უზრუნველყოს შიშისგან თავისუფალი და უსაფრთხო მედიაგარემო, სადაც ჟურნალისტები დაუბრკოლებლად შეძლებენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას და, შესაბამისად, საზოგადოების სათანადო ინფორმირებას“.
ჟურნალისტების მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულებისთვის მნიშვნელოვან წინაპირობად TI-ში მიიჩნევენ მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დროულ გამოძიებასა და დამნაშავეთა დაუსჯელობის დასრულებას.