იანვრიდან თბილისში დიდ მანქანებზე შეზღუდვები წესდება, იქნება გამონაკლისი

დედაქალაქში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვები პირველი იანვრიდან დაწესდება. კერძოდ, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 20 დეკემბერს განმარტა, შეზღუდვები შედეგად M3 (ავტობუსი), N2 (3.5-12 ტონამდე სატვირთო) და N3 (12 ტონაზე მეტი სატვირთო) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოძრაობა კონკრეტულ ქუჩებზე აიკრძალება.

კალაძის თქმით, აღნიშნულ ცვლილებას პარლამენტმა დაუჭირა მხარი.

დედაქალაქის მერის განმარტებით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.

„ამასთან, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათსა და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და აგვისტოში. ვფიქრობთ, აგვისტო იყოს გადაადგილებისთვის თავისუფალი, რადგან, როგორც წესი, ამ პერიოდში ქალაქი შედარებით თავისუფალია, მოსახლეობა გადის დასასვენებლად და ამიტომ, ეს გამონაკლისი შესაძლებელია, რომ დაშვებულ იქნას“, — აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია არ გავრცელდება გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ, კალაძის თანახმად, რეგულაცია არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე:

კალაძის განმარტებით, აღნიშნული წესის დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები დაჯარიმდებიან 1 000 ლარის ოდენობით, განმეორებით დარევისას კი, 3 000 ლარით.