ახალი ამბები

სენატორი შაჰინი მიესალმება საქართველოსთვის EU კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

15 დეკემბერი, 2023 • 883
სენატორი შაჰინი მიესალმება საქართველოსთვის EU კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის წევრი, ჯინ შაჰინი მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

„მივესალმები დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. თუ აქამდე არ იყო ნათელი, ახლა კი უნდა იყოს – პუტინი კიდევ უფრო მეტად ვერ შეცდებოდა: უკრაინის მომავალი დასავლეთთანაა“, – წერს სენატორი X-ზე.

14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა უკრაინასა და მოლდოვისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი