14-15 დეკემბერს დაიკეტება რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები

საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების პერიოდში, 14-15 დეკემბერს რუსთაველის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები დროებით ჩაიკეტება, აცხადებს თბილისის მერია.

15 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე საახალწლო ნაძვის ხის ანთება და საახალწლო სოფლის გახსნა არის დაგეგმილი.

უწყების ცნობით:

14 დეკემბრის 09:00 საათიდან 16 დეკემბრის 02:00 საათამდე:

15 დეკემბრის 10:00 საათიდან 16 დეკემბრის 01:00 საათამდე:

გარდა ამისა, თავისუფლების მოედნიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით სრულად, რუსთაველის გამზირისა და გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე, ხოლო თავისუფლების მოედნიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლ. გუდიაშვილის, რ. თაბუკაშვილის, რ. ლაღიძის, შ. მესხიასა და ინაშვილის ქუჩების გამოყენებით.

ასევე, მთაწმინდის ტერიტორიიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება გ. ლეონიძის, პ. ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძისა და ა. გრიბოედოვის, პ. კაკაბაძის, კ. მაყაშვილის და ვ. ბარნოვის ქუჩების გამოყენებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე. შემდეგ, მარცხნივ მოხვევით, გ. ჭანტურიასა და ს. ვირსალაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნ. ბარათაშვილისა და ა. პუშკინის ქუჩების გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას: