ლილოს ბაზრობაზე გამოძახებულმა სასწრაფომ დაზარალებულები ვერ ნახა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი ბესო წულუკიძე  ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ 033-მა დღეს გამოძახება მიიღო ლილოს ბაზრობიდან და მათ დაჭრილების შესახებ აცნობეს.

ადგილზე მისულმა 033-ის ჯგუფმა, ბესო წულუკიძის თქმით, დაზარალებულები ვერ აღმოაჩინა.

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, შსს -მ არ დაადასტურა ინფორმაცია ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის შესახებ.  ”ინტერპრესნიუსი”, ლილოს მოვაჭრეების მონათხრობზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ  ლილოს ბაზრობაზე პანიკა   ასაფეთქებელი საშუალების შესახებ  გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. პანიკის გამო მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ, რომლის დროსაც დაზიანდა დახლები, ხოლო მოვაჭრეებმა საქონელი დაკარგეს.