ახალი ამბები

თბილისი ამბობს, რომ ქართველი ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა მექანიზმს გამოიყენებს

15 ნოემბერი, 2023 • 1008
თბილისი ამბობს, რომ ქართველი ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა მექანიზმს გამოიყენებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია სამხედრო მოქმედებებისას უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ.-ს და გ.შ.-ს ტყვედ აყვანის შესახებ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ.

„ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად“, — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ, 14 ნოემბერს გაავრცელა უკრაინის მხარეს მებრძოლი, ტყვედ ჩავარდნილი ორი ქართველის ვიდეო.

ერთ-ერთ ვიდეოში თვალნათლივ ჩანს, რომ ტყვედ ჩავარდნილი დაწერილ ტექსტს კითხულობს და იმეორებს რუსული პროპაგანდისტულ გზავნილებს დასავლეთის მიერ დაქირავებულ მებრძოლებზე.

რუსეთი ტყვედ ჩავარდნილი ქართველების კადრებს ავრცელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი