რა ფილმებს ვნახავთ თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს დაიწყება და დასრულდება 3 დეკემბერს.

ფესტივალი გაიხსნება ნანა ჯორჯაძის ახალი ფილმის პრემიერით „პეპლების იძულებითი მიგრაცია”.

წლევანდელ ფესტივალის „ქვეყანა ფოკუსში” იქნება სომხეთი, სექცია აერთიანებს როგორც თანამედროვე, ისე საბჭოთა პერიოდში გადაღებულ სომხურ ფილმებს.

მაყურებელს საშუალება ექნება, ნახოს პედრუ კოშტას ფილმების რეტროსპექტივა. პორტუგალიელი რეჟისორი იქნება წლევანდელი ფესტივალის „რეჟისორი ფოკუსში”.

სექციაში — „აპოლო: კინომეხსიერება” — რუბენ მამულიანის ფილმებთან ერთად ნაჩვენები იქნება ლინდსეი ანდერსონის ფილმის „იღბლიანი” (O, Lucky Man!) აღდგენილი ვერსია.

წლევანდელი ფესტივალის სხვადასხვა სექციებში მოქცეულია კანის, ვენეციისა და ბერლინალეს 2023 წლის პრიზიორი ფილმები: რიუსუკე ჰამაგუჩის – „ბოროტება არ არსებობს” (“Devil Does not exist”), აკი კაურისმიაკის „მკვდარი ფოთლები” (“Fallen Leaves”) , ჟუსტინ ტრიეს – „დაცემის ანატომია” (“Anatomy of a Fall”), ნური ბილგე ჯეილანის – „მშრალი ბალახების შესახებ” (“About Dry Grasses”) , ვიმ ვენდერსის„საუკეთესო დღეები”(“Perfect Days”), კრისტიან პეტცოლდის„წითელი ცა” (Rotter Himmel) და მოლი უოკერის„როგორ დავკავდეთ სექსით (“How to Have Sex”)

როგორც ყოველთვის ფესტივალზე მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი ქართული მოკლე და სრულმეტრაჟიანი, მხატვრული და დოკუმენტური ფილმები. წლევანდელ ფესტივალზე ნაჩვენები იქნება – ზაზა ხალვაშის („ლოტო”), ლანა ღოღობერიძის („დედა–შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი”), ელენე ნავერიანის („შაშვი შაშვი მაყვალი”), ანნა ძიაპშიპას („ავტოპორტრეტი ზღვარზე”), რატი ონელის („გამოფიტული ხალხი”) მარიამ ჭაჭია & ნიკ ვოიგტის („ჯადოსნური მთა”) და სხვა ქართველი რეჟისორების ახალი ფილმები.

პროგრამა სრულად:

ჩვენებების საათობრივი განრიგი და ინფორმაცია ბილეთების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.