ეკა ჩავლეიშვილი ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტია
მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი ფილმში – „შაშვი შაშვი მაყვალი” (რეჟისორი ელენე ნავერიანი) — განსახიერებული მთავარი როლისთვის 36-ე ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტია. მსახიობი მოხვდა კატეგორიის — „ევროპელი მსახიობი ქალი 2023″ — მოკლე სიაში.
ევროპულ ოსკარად წოდებული ჯილდოს ნომინანტთა მოკლე სია დღეს გამოქვეყნდა:
„შაშვი შაშვი მაყვალი” ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია, რომლის პრემიერაც გაიმართაწლევანდელ კანის კინოფესტივალზე დამოუკიდებელ სექციაში – „Quinzaine des cinéastes“.სარაევოს ფესტივალზე ფილმმა მოიპოვამთავარი პრიზი, ეკა ჩავლეიშვილი კი დასახელდასაუკეთესო მსახიობ ქალად. დაჯილდოება გაიმართება 9 დეკემბერს, ბერლინში.