დღეს, პირველ ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო. ოპოზიციის წევრები მოითხოვენ თანამდებობა დატოვოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, რომელმაც დეპუტატ თეონა აქუბარდიას გუშინ შეურაცხყოფა მიაყენა.
ერთ-ერთი, ვინც ირაკლი ბერაიას გადადგომას ითხოვდა, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი იყო.
„ნუ აჯანჯლებ, [გადადექი]… ჯერ კაცები ვართ და მერე დეპუტატები. როგორ ამოგივიდა პირიდან ეს სიტყვები?! არ გრცხვენია, ბიჭო?!“ – მიმართა ელისაშვილმა ბერაიას.
„თუ ემოციებს ვერ იოკებთ, დატოვეთ დარბაზი! ბიჭოთი ლაპარაკი პარლამენტში, გთხოვთ, არ იყოს! ნერვები დაიოკეთ!“ – მიმართა პაპუაშილმა ელისაშვილს.
ხმაურის დროს ელისაშვილთან მანდატურებიც მივიდნენ, რის შემდეგაც კადრებში ჩანს, რომ ელისაშვილი სხდომათა დაბრაზს ტოვებს.
ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნა სხვა დეპუატეტბმაც გააგრძელეს, მათ შორის იყვნენ როგორც ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ასევე „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია.
მათ პასუხად შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ირაკლი ბერაია არ გადადგება და არც არავინ აპირებს“. ამასთან, პაპუაშვილმა ოპოზიციის წევრებს მოუწოდა, რომ ირაკლი ბერაიას ბოდიში „დააფასონ“.
„ბატონო იაგო, თქვენ გასაგონად ვამბობ, არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით? იჯექით ასე!“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
31 ოქტომბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზებით მოიხსენიეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ანი წითლიძე და თეონა აქუბარდია.
ამავე თემაზე:
- პრეზიდენტი ქალ დეპუტატებს სოლიდარობას უცხადებს
- პარლამენტში თუ ხართ, ღირსება მაინც გამოავლინეთ — მელია ენმ-ის კაც დეპუტატებს
- “ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია” – ომბუდსმენი “ოცნების” დეპუტატებზე
- ვერ გაგვაჩუმებთ ამ ბინძური მეთოდებით – ქალი დეპუტატები “ოცნებას”
- ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა — ხვიჩია
