ახალი ამბები

პარლამენტმა მაუწყებლობის კანონში სადავო ცვლილებები II მოსმენით მიიღო

19 ოქტომბერი, 2023 • 1203
პარლამენტმა მაუწყებლობის კანონში სადავო ცვლილებები II მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 82 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები.

საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს და დღესვე გეგმავს მესამე მოსმენით კენჭისყრას.

კანონპროექტით, სიძულვილის ენის და უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. უხამსობა და სიძულვილის ენა აქამდეც არ იყო დაშვებული, თუმცა მასზე თავად მაუწყებლები რეაგირებდნენ თვითრეგულირების მექანიზმის საშუალებით.

ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი