საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
მთავრობის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს, თუმცა არ კონკრეტდება, ვის შეხვდება პრემიერი.
