საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა

დღეს, 13.00 საათზე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს სხდომა დაიწყო. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით, სხვა საკითხებთან ერთად, გაზეთ “ბათუმელების” სტატიასაც განიხილავენ.

 სტატია სათაურით “სამი მილიონი ხუთ დღეში” გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფმა მოამზადა და იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის უსაფუძვლო ხარჯებს ეხება.

 სამეურვეო საბჭო ღევანდელ სხდომაზე ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2010 წლის მეორე კვარტალის ანგარიშს განიხილავს,  ასევე  გაიმართება ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” განვითარების სტრატეგიის სამუშაო განხილვა;