ახალი ამბები

ენმ თელავის საკრებულოს წევრმა დატოვა

31 აგვისტო, 2023 • 1291
ენმ თელავის საკრებულოს წევრმა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა იმედა კევლიშვილმა პარტია დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დატოვა.

იმედი კევლიშვილი, რომელიც თელავის საკრებულოს დეპუტატიცაა, აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების მიზეზი პარტიის ახალ თავმდჯომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ შექმნილი სიტუციაა.

როგორც იმედა კევლიშვილი ამბობს, ის მხარს ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უჭერდა, ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ კი მას არცერთ პარტიულ ღონისძიებაზე აღარ ეძახოდნენ.

„იმიტომ ვტოვებ, რომ „ნაცმოძრაობამ მოაწყო ბოიკოტი, 6 თვეა არც ერთ შეკრებაზე არ დაუძახივარ, თავჯდომარე ისე აირჩიეს მე არ ვიცოდი. პარტიაში განსხვავებული აზრი ითვლება მიუღებლად. ვაშაძე მოიყვანეს და ვის ჰკითხეს[…]

ეს პარტია მაშინ არ დავტოვე, როცა ხან სუსი მიბარებდა დაკითხვაზე, ხან შშს. არც მაშინ როცა ორჯერ ამომშალეს სარჩევნო სიებიდან. არც მაშინ როცა მელიას მარდაჭერისთვის მეგობრობიდან ბოტკოველმა, კირკიტაძემ და ხაბემ წამშალეს. კიდევ გიმეორებთ, როცა 7 თვე არ გეძახიან არცერთ ღონისძიებაზე, არ გეძახიან ოფისში შეკრაბაზე, ყველა გადაწვვეტილებას იღებენ შენს გარეშე, ადამიანს ცოტა თავმოყვარეობა უნდა გქონდეს“, – წერს სოციალურ ქსელში იმედა კევლიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი