ერთი მილიონი დაცულ ტერიტორიებს

გლობალურმა გარემოსდაცვითმა ფონდმა 2010-2016 წლებისთვის, საქართველოს დაცული ტერიტორიების მხარდასაჭერად, ერთმილიონიანი დაფინანსება გამოყო. 

დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარემ გიორგი შოვნაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ჯემი მაკგოლდრიკმა და კავკასიის დაცული ტერიტორიების ფონდის (CPAF) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა მოაწერეს.

პრიორიტეტული დაცული ტერიტორიების შერჩევა წლის ბოლომდე მოხდება.