5G-ის მხოლოდ „სელფი“ დანერგავს, რატომ თქვეს უარი „მაგთიმ“ და „სილქნეტმა“

საქართველოში 5G-ის [მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის] დანერგვაში, ამ ეტაპზე, მონაწილეობას მხოლოდ „სელფი“ [წარსულში „ბილაინი“] მიიღებს. იტყობინება საქართველოს კომუნიკაციების კომისია [„კომკომი“].

„სელფის“ გარდა აუქციონში მონაწილეობას არცერთი კომპანია არ იღებს.

„კომკომის“ ცნობით, „მაგთიკომსა“ და „სილქნეტზე“ ბაზრის 70% მოდის, თუმცა მათ უარი განაცხადეს აუქციონში მონაწილეობაზე. უწყება ამბობს, რომ ორივე კომპანიის შენიშვნები აუქციონთან დაკავშირებით „სრულად გაითვალისწინა“, თუმცა მონაწილეობა მაინც არ ისურვეს და „არ შეასრულეს დადებული პირობა“.

თავად კომპანიები მოვლენათა განვითარების „კომკომისეულ“ ხედვას არ ეთანხმებიან. უფრო მეტიც, „მაგთიკომი“ უწყებას „დეზინფორმაციაში“ სდებს ბრალს, ხოლო „სილქნეტი“ – „ქვეყნის განვითარების ხელოვნურად შეფერხებაში“.

ერთ-ერთი სადავო საკითხი მხარეებს შორის არის „მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის“ [MVNO] დაშვების ვალდებულება. მარტივად რომ ავხსნათ, MVNO მოიაზრებს, რომ კომპანია, რომელიც ფლობს უსადენო საკომუნიკაციო [ამ შემთხვევაში – ინტერნეტის] სიხშირეს, ვალდებულია,  გარკვეული გადასახადის სანაცვლოდ,  ამ სიხშირეზე სხვა მსურველებიც დაუშვას, რომლებიც სერვისს თავიანთ მომხმარებელსაც მიაწვდიან.

რაზე დავობენ კომისია და ბაზრის გიგანტები

მხარეებს მომხდართან დაკავშირებით ორი, ურთიერთბრალდებითი ვერსია აქვთ. კომუნიკაციების კომისიას თუ დავუჯერებთ:

დიამეტრალურად განსხვავდება მოვლენათა „მაგთიკომისეული“ ვერსია. კომპანიის განცხადება შემდეგ სურათს გვიხატავს:

დაახლოებით იმავეზე საუბრობს „სილქნეტიც“. კომპანიის განცხადების თანახმად, ვითარება ასეთია: