სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი აცხადებს, რომ უწყების მიერ უცხო ქვეყნის ჯაშუშების გამოვლენა ხშირად ხდება, თუმცა ჯაშუშობის გამო არავინ დაუკავებიათ.
სუს-ის უფროსის მოადგილე არ აკონკრეტებს, ბოლო წლებში რომელი ქვეყნების და რამდენი ჯაშუში გამოავლინეს.
„[ჯაშუშები] რა თქმა უნდა, გამოვლენილია. რაოდენობას ვერ გეტყვით, ვერც ქვეყნებს ჩამოგითვლით, მაგრამ ხდება ძალიან ხშირად გამოვლენა, შარშანაც ხდებოდა, წელსაც ხდება და გაგრძელდება ამაზე მუშაობა. დაკავება არ მომხდარა და ბევრჯერ გვითქვამს ჩვენი პოზიცია, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის მთავარი ამოცანა არის გამოვლენა, უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირის იდენტიფიცირება, მათი დაინტერესების სფეროების, მოქმედების ფორმების, მეთოდების განსაზღვრა და შესწავლა, შემდეგ ამის გაუვნებელყოფა და შესაძლებელია, ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება“, – განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.
