2024 წლიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება

2024 წლის პირველი მარტიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება.

ამას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალ კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს.

კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ბევრ სიახლეს ითვალისწინებს, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია.

კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი 8 მთავარი სიახლეს ითვალისწინებს:

  1. სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება

ახალი კანონით, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა (პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება) დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვის მონაცემებსაც ამუშავებენ.

პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება.

  1. ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

განისაზღვრა ის დაწესებულებები, რომლებშიც სავალდებულო იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე) არსებობა, ესენია:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს უფლება აქვს, შეასრულოს სხვა ფუნქციაც, თუ ეს არ წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს. პერსონალურ მონაცეთმა ოფიცრის ფუნქციების შესასრულებლად ორგანიზაციამ შეიძლება დადოს მომსახურების ხელშეკრულება.

ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 ივნისიდან.

  1. განისაზღვრება საჯარო ან კერძო სივრცეში აუდიოჩაწერის (აუდიომონიტორინგის)   წესი და პირობები

ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 მარტიდან.

  1. ზუსტდება საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული ვიდეოკამერების საშუალებით ჩანაწერის განხროციელების წესი (ვიდეომონიტორინგი)

ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 მარტიდან.

  1. განისაზღვრა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები
  1. დადგინდა მონაცემების უსაფრთხოების დარღვევისას ინსპექტორისათვის შეტყობინების ვალდებულება

ნებისმიერი ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვალდებულია აღრიცხოს მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის ყველა ინციდენტი, დამდგარი შედეგი, მიღებული ზომები და ინციდენტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა მის შესახებ შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 მარტიდან.

  1. იზრდება მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

მონაცემთა დამუშავების (პერსონალურ მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, მონაცემთა გამჟღავნება და აშ) არსებულ საფუძვლებს ემატება:

ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 მარტიდან.

  1. იზრდება იმ პირის უფლებები, ვისი მონაცემებიც მუშავდება 

მონაცემთა სუბიექტს (იმ პირს ვისი მონაცემებიც მუშავდება) უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მონაცემები უკანონოდ მუშავდება, არამედ მაშინაც:

მონაცემთა სუბიექტს ასევე აქვს უფლება ნებისმიერ მონაცემთა დამმუშავებელს მოთხოვოს მის მონაცემებთან დამაკავშირებელი ყველა ინტერნეტბმულის წაშლა.

ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 მარტიდან.