112 შეფერხებით მუშაობს, ნახეთ ალტერნატიული ნომრები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედის.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ავრცელებს ალტერნატიულ ნომრებს, რომლებზეც შეგიძლიათ დარეკოთ, თუ გადაუდებელი დახმარება გესაჭიროებათ. ეს ნომრებია:

შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი ვითარებისთვის და ამბობს, რომ ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.