დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ სამოქალაქო ორგანიზაციები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საგანგებო განცხადებას ავრცელებენ 2 ივნისს, საღამოს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მიმართავენ შინაგან საქმეთა სმაინისტროს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული უფლებადამცველები. 

“ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ უფლებადამცველებს, რომლებიც გაბედულად იბრძვიან გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვების წინააღმდეგ. ამ ღამით პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით დააკავა მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე. დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და სხვები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ერთ-ერთი დაკავებული პირი არასრულწლოვანია.

 შემაშფოთებელია, რომ ქართული საზოგადოება ხდება ამგვარი ნეგატიური ტენდენციის მოწმე, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და,  ფაქტობრივად, არარად აცხადებს გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებას. ადმინისტრაციული დაკავებების თვითნებური  პრაქტიკით კი სისტემა ცდილობს საპოლიციო კონტროლს დაუქვემდებაროს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები და ორგანიზატორები, რაც მოქალაქეების თვითორგანიზების დასუსტებას, საზოგადოების დაშინებასა და აქტივისტების შევიწროებას ისახავს მიზნად.  

 ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ:

განცხადებას ხელს აწერენ: 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

დემოკრატიის მცველები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სალამი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ღია საზოგადოების ფონდი

ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო

საერთაშორისო- გამჭვირვალობა საქართველო

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

უფლებები საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მედიაომბუდსმენი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ქალთა ინიციატივების მხარდამჭრი ჯგუფი (WISG)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)