საქსტატის მიხედვით, წლიურმა საბაზრო ინფლაციამ 4 პროცენტი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის მაისის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს. ორგანიზაციის განცხადებით, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ მაისში საქართველოში -0.1 პროცენტი შეადგინა, წლიური ინფლაცია კი 1.5 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის განცხადებით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.9 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის თქმით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები შემცირდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.62 პროცენტული პუნქტით აისახა.

ორგანიზაციის განცხადებით ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

საქსტატის ცნობით, ალკოჰოლური სასმელები/თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

კერძოდ, ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (2.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (0.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება:

საქსტატი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2- პროცენტიანი მატება, რაც 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე.

კერძოდ, საქსტატის თქმით, ფასები, ძირითადად, გაიზარდა საფინანსო მომსახურების ქვეჯგუფზე (21.6 პროცენტი).

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, მის ფორმირებაზე საქსტატის თქმით, ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.19 პროცენტული პუნქტით აისახა.

ორგანიზაციის თქმით, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ამასთან, საქსტატის განცხადებით, ფასები შემცირებულია:

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში კი, ორგანიზაციის განცხადებით,  ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე:

საქსტატი აღნიშნავს, რომ ალკოჰოლური სასმელები/თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.1 პროცენტით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (9.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტის ჯგუფში კი, საქსტატის თქმით, ფასები შემცირდა 12.9 პროცენტით, რაც -1.64 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.0 პროცენტი).

ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში კი, საქსტატის მიხედვით, დაფიქსირდა ფასების 7.5- პროცენტიანი კლება, რაც -0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

საქსტატში აღნიშნავენ, რომ ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.0 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.7 პროცენტი).