ახალი ამბები

ზელენსკი ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში საქართველოს 26 მაისს ულოცავს

26 მაისი, 2023 • 742
ზელენსკი ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში საქართველოს 26 მაისს ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისალოცი წერილი მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნა. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ქართველები და უკრაინელები ტერიტორიების დეოკუპაციას მიაღწევენ.

„უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი მტაცებლური შეიარარებული აგრესიის პირობებში.

ჩვენი სახელმწიფო ასევე ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას, დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში.

ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში, ქართველ ხალხს კი მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი