მიტროპოლიტი ნიკოლოზი კირილეს ანგელოზის დღესთან დაკავშირებით მოსკოვშია

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში, პატრიარქი კირილეს ანგელოზის დღესთან დაკავშირებით მოსკოვში იმყოფება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, მიტროპოლიტის გარდა მსახურებას ესწრებოდნენ რუსული და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმსახურები, ასევე რუსეთის ოფიციალური პირები – „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი.