ელენე ნავერიანის ფილმის „შაშვი შაშვი მაყვალი” პრემიერა კანის კინოფესტივალზე

22 მაისს კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელ სექციაში „Quinzaine des cinéastes”, გაიმართა პრემიერა ელენე ნავერიანის ფილმისა „შაშვი შაშვი მაყვალი”. სურათი თამთა მელაშვილის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები: თემიკო ჭიჭინაძე და ეკა ჩავლეიშვილი.

სცენარისტი არის ნიკოლოზ მდივანი, ოპერატორი  კი – აგნეშ პაკოძი.

იხილეთ ფოტოები პრემიერიდან:

შაშვი შაშვი მაყვალი ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია, რომლის აღწერაც ამგვარია:

პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები ეთერო არის 48 წლის დაუქორწინებელი ქალი, რომელსაც აქვს საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია. იგი ტკბება საკუთარი თავისუფლებითა და ნამცხვრებით, ემზადება ჭორებისგან თავისუფალი, მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის.  თუმცა მისმა სასიყვარულო ურთიერთობამ დისტრიბუტორ კაცთან შეიძლება გაანადგუროს მისი გეგმები.