თელავის პოლიციასთან პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს.
პარტიის ინფორმაციით, ის ყვარელში დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა.
სამართალდამცველებმა გუშინ – ერთი, დღეს კი 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ყვარელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ნათესავების ქორწილს აპროტესტებდა.
