Kiwi Post რე|ბანკის პარტნიორია

Kiwi Post უკვე რე|ბანკის პარტნირია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამანათებზე ტრანსპორტირების საფასურის გადახდა უკვე ტოპ|ქარდითაა შესაძლებელი, ღირებულება კი თანაბრად, 3 თვეზე გადანაწილდება, ყველანაირი დანამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად.

17 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით, ტოპ|ქარდის მომხმარებლები ტრანსპორტირების გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ბარათის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებგვერდზე https://rbnk.ge/44TycDh    ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებსა და ფილიალებში:

რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი ყოველდღიური შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით.

ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.

რე|ბანკს უკვე 3,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები, ბენზინგასამართი და სხვა. მათთან ტოპ|ქარდით გადახდისას თანხის გადანაწილება რანდენიმე თვეზეა შესაძლებელი. რე|ბანკის პარტნიორების და საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525