ბახმუტთან ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინაში, ბახმუტთან Agence France-Presse-ის რეპორტიორი არმან სოლდინი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, 32 წლის ჟურნალისტი ბახმუტთან ახლოს, ჩასივ იარის მიდამოებში, რუსეთის მიერ გრადის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად სულ მცირე 15 ჟურნალისტი დაიღუპა.

გარეკანის ფოტო: Agence France-Presse