საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტად „იმედის“ ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობიან.

კითხვაზე „რომელი ქართული ტელევიზიის ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად“, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • იმედი — 28%
  • მთავარი არხი — 14%
  • ტვ პირველი — 11%
  • რუსთავი 2 — 9%
  • ფორმულა — 3%
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი — 3%
  • პალიტრა — 1%-ზე ნაკლები
  • ობიექტივი — 1%-ზე ნაკლები
  • პოს ტვ — 1%-ზე ნაკლები
  • ალტ-ინფო — 1%-ზე ნაკლები
  • სხვა — 4%

საქართველოს მოქალაქეების 23% არცერთი ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებას არ ენდობა.

წყარო: IRI

ამასთან, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ ბოლო წლის განმავლობაში მედიის დამოუკიდებლობა საქართველოში გაუარესდა, 27%-ის აზრით — გაუმჯობესდა, ხოლო 39% თვლის, რომ არც პროგრესს და არც რეგრესს ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, 70%, თითქმის ყოველდღიურად იყენებს სოციალურ მედიას. ყველაზე პოპულარული სოციალური მედიაა: ფეისბუქი (97%), ინსტაგრამი (26%), ტიკტოკი (17%), ტელეგრამი (5%), ტვიტერი (3%).


კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა „გამოკითხვისა და მარკეტინგის“ ინსტიტუტმა, დააფინანსა – USAID-მა. მონაცემები შეგროვდა 2023 წლის 4-23 მარტს, რესპონდენტთა სახლში პირისპირი ინტერვიუებით.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სრულწლოვანმა, 1500-მა მუდმივმა მცხოვრებელმა. გამოკითხულთა ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და დასახლების სიდიდე მთლიანი მოსახლეობის რეპრეზენტაციულია.

კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა 63-მა პროცენტმა. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტს შეადგენს.