9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. ორგანიზატორები ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები არიან, როგორც ყოველთვის, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები. 

9 მაისი  

  • 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – ლუკა თოფურია და მისი ბენდი
  • 21.00 სთარ სთეიჯი–  ჯაზზ თეიქს სუპერგრუპ  (JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Mason) 

10 მაისი

  • 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – მარტინ კრატოჩვილი  და ჯაზ ქიუ (Martin Kratochvil & Jazz Q) ჩეხეთი
  • 21.00  სთარ სთეიჯი –  გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, ვარიაციები როკ ოპერა „სუპერ სტარზე“ (STEFANO BOLLANI Piano variations on the Rock Opera “Jesus Christ Superstar”) 
  1. მაისი 
  • 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ –  იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ (Motel Kaiju) 
  • 21.00 სთარ სთეიჯი–  ლეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N’4Ever) 

წლევანდელ ჯაზფესტივალს კვლავ   „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები: 

ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა „ჯაზის საათი“

კომპანია „აუდიო ლაბის“  ვინილების გამოფენა/გაყიდვა

კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ამბავი“ (ფილმი მეორე) პრემიერა

ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიღება.

  • ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი 
  • მხარდამჭერები – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიისა და ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი
  • სპონსორი – ვიზა 
  • საინფორმაციო მხარდაჭერა:  „ნეტგაზეთი“, იმედი TV, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“,  სარეკლამო სააგენტო „ალმა“
  • ტექნიკური მხარდაჭერა: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“. 

ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება