ახალი ამბები

ვინ არიან პარლამენტიდან მიმავალი დეპუტატების ადგილმონაცვლეები

23 მარტი, 2023 • 2651
ვინ არიან პარლამენტიდან მიმავალი დეპუტატების ადგილმონაცვლეები

საპარლამენტო უმრავლესობის 3 წევრი — ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი და ნინო იობაშვილი — რომელმაც „რუსულ კანონს“ მხარი არ დაუჭირა, მანდატებს ტოვებს.

სამივე მათგანი დეპუტატი გახდა „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. საარჩევნო სიის მიხედვით, მათი ადგილმონაცვლეები არიან თორნიკე ჭეიშვილი, მერაბ ქვარაია და სალომე ქურასბედიანი.

თორნიკე ჭეიშვილი ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს. მერაბ ქვარაია იყო ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი წინა მოწვევის პარლამენტში. რაც შეეხება სალომე ქურასბედიანს, ის საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის აპარატში მუშაობს.

ჩაჩიბაია, ხელაშვილი და იობაშვილიც იმ დეპუტატებს შორის არიან, რომელთაც რუსული კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერიათ. მათი მანდატის დატოვების საკითხი პარლამენტს ჯერ არ განუხილავს. უცნობია, ადგილმონაცვლეები სიის მიხედვით შევლენ, თუ რომელიმე მათგანი სადეპუტატო მანდატზე უარს იტყვის.

რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი კოვზანაძემ, რომელმაც დეპუტატის მანდატზე უარი უკვე თქვა.

ამ დროისთვის უცნობია უმრავლესობის ორი წევრის – დავით სერგეენკოსა და ელგუჯა გოცირიძის მანდატების შესახებ გადაწყვეტილება. სერგეენკოსა და გოცირიძესაც მხარი არ დაუჭერია რუსული კანონპროექტისთვის.

დავით სერგეენკომ ბოლოს ინტერვიუ „ტვ პირველს“ მისცა, სადაც ცალსახად არ პასუხა კითხვას ტოვებს თუ არა პარტიას და მანდატს. სერგეენკომ განაცხადა, რომ „ოცნების“ მენეჯმენტის „შეჯერებულ პოზიციას“ ელოდება. ამასთან, აღნიშნა, რომ ეს მისთვის ბოლო მოწვევის პარლამენტია და მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ გეგმავს.

ცნობილია, სად მიდის 3 დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

მასალების გადაბეჭდვის წესი