მუხიანში საცხოვრებული კორპუსის ლიფტში კაცის ცხედარი იპოვეს

მუხიანში საცხოვრებული კორპუსის ლიფტში კაცის ცხედარი იპოვეს. ლიფტთან იყო ცეცხლის კვალიც.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.