რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა.
რუსული სამთავრობო მედიის მიხედვით, პუტინმა მოინახულა მარიუპოლის სანაპირო, თეატრის შენობა და ქალაქის ისტორიული ადგილები.
როიტერის მიხედვით, ეს ხდება ერთი დღის შემდეგ იქიდან, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დასაკავებლად ორდერი გამოსცა.