„ქართული ოცნება“ ბორჯომში შეხვედრას მართავს

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები:

„სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები. საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გარდა, შეეხო საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებს“ — აცხადებენ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.