სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.

შეხვედრის ამსახველი ფოტოები ევროპულმა საბჭომ გამოაქვეყნა.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რის შესახებ ისაუბრეს ზურაბიშვილმა და მიშელმა.