მალხაზ გულაშვილს სამართალდამცავები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ

პროკურატურამ მალხაზ გულაშვილს და მის შვილს ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო 9 ივნისს წაუყენა – განუცხადა ნეტგაზეთს გულაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჩაპურიძემ.

 მისივე ინფორმაციით,  აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს სასამართლო დღეს განიხილავს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებისთვის პროკურატურას შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შესახებ ჯერ არ დაუყენებია.

 სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის დამფუძნებელი ჯერ ცხივნალში იმყოფებოდა, საიდანაც მოსკოვში გაემგზავრა.

 ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ გულაშვილი ვაჟთან ერთად ამჟამადაც მოსკოვში იმყოფება.