მარტვილში შვილმა დედა მოკლა

მარტვილში შვილმა 86 წლის ქალი მოკლა. დედის მკვლელობისთვის 54 წლის კაცია დაკავებული.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან სამქეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამათლის კოდექსის 109-მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.