ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი გაათავისუფლეს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი კანონით დადგენილი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის საფუძველზე გაათავისუფლეს.

თუმცა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე სასამართლო პროცესი 10 მარტის 16:00 საათისთვის გადაიდო.

საქმეზე მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუაა.

ზურა ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი 7 მარტის აქციაზე დააკავეს. „გირჩი — მეტი თავისუფლებისა“ ინფორმაციით, ჯაფარიძეს და მოსიაშვილს ხელკეტები და წიხლები ურტყეს. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ აქციაზე დაკავებულთა შორის, ვინც მან მოინახულა, ყველაზე მძიმე დაზიანებები ზურაბ ჯაფარიძეს ჰქონდა.