აშშ-ის მთავარი მრჩეველი კავკასიის საკითხებში თბილისს, ერევანს და ბაქოს ეწვევა

აშშ-ის მთავარი მრჩეველი კავკასიის საკითხებში ლუის ბონო აღნიშნულ რანგში მომავალ  კვირას პირველი ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს ბაქოში, ერევანსა და თბილისში.

ამის შესახებ ნედ პრაისმა, აშშ-ის სახელმიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა 2 მარტს განაცხადა. 

ნედ პრაისის განმარტებით, ლუის ბონო ამ ქვეყნების უმაღლეს ხელმძვანელობებს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისა და საქართველოს ტერიორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდასაჭერის გამოსახატად შეხვდება.

“ამ სამივე ქალაქში ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის მხარდამჭერია”.