„ჩვენი თვითმიზანი ევროკავშირია“ — საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია

„საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია და მისი წევრები ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ჩვენი თვითმიზანი ევროკავშირია“ — ასე ეხმაურებიან ასოციაციის წევრი ორგნიზაციები რუსული კანონის ერთ-ერთი თანაავტორის, მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც დეპუტატი ამბობდა, რომ მისი თვითმიზანი ევროკავშირი არ იყო.

განცხადებას უერთდებიან:

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.