ახალი ამბები

პრეზიდენტი ამბობს, რომ “აგენტებზე” კანონს ვეტოს დაადებს

28 თებერვალი, 2023 • 1094
პრეზიდენტი ამბობს, რომ “აგენტებზე” კანონს ვეტოს დაადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ვეტოს დაადებს საპარლამენტო უმრავლესობის კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის მსგავსიც რუსეთში 2012 წელს მიიღეს.

ამის შესახებ მან დღეს, 28 თებერვალს, გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიური პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროპისგან დაშორებას ნიშნავს.

“კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპისგან და ამდენად, ჩემთვის არის მიუღებელი”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავს კანონს უკვე წლებია, რუსეთის ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის რეპრესირებისთვის იყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი