აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციების ახალი პაკეტი შეეხება რუსეთის ფედერაციის ეკონიმიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ მეტალურგიისა და სამთო მრეწველობას სექტორს. ახალი შეზღუდვები ეხება 22 ფიზიკურ პირსა და 83 სუბიექტს.

სანქციები არ შეხებია რომელიმე ქართულ კომპანიას, ან კერძო პირს.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენის თანახმად, ახალი სანქციები მოიცავს მესამე ქვეყნის 30-ზე მეტ პირს და კომპანიას, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების მცდელობებთან, მათ შორის, იარაღით ვაჭრობასთან და უკანონო დაფინანსებასთან.

მათივე განცხადებით, სანქციები ეხებათ იმ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ან შეისყიდიან სპეციალიზებულ, მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობას, რომელსაც იყენებენ რუსული თავდაცვის უწყებები. სანქციებში ასევე მოყვნენ კომპანიები, რომლებიც ამზადებენ ისეთ მასალებს, რასაც რუსული იარაღის სისტემებში იყენებენ.

აშშ-ის ახალი სანქციები ასევე ეხება რუსულ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, ასევე პირებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რუსეთის ფინანსური მომსახურების სექტორში.

სანქციები შეეხოთ შემდეგ ბანკებს:

სანქცირებულთა სრული სია ნახეთ ბმულზე.