ანანურში მსუბუქი ავტომობილი პატრულის ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე დაიღუპა, საპატრულო ეკიპაჟის წევრებიმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მეექვსე ნაწილებით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.