გორში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

გორში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.

როგორც ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ ჯგუფს მუშა დაღუპული დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.