თურქეთში ქართველების დაშავებაზე შეტყობინება არ მიგვიღია – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო საქართველოს საელჩოსა და საკონსულოსთვის ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებს არ მიუმართავთ. ამის შესახებ სამინისტრომ “ნეტგაზეთს” განუცხადა 12:30 საათისთვის.

“ამ დროისთვის ანკარაში საქართველოს საელჩოში და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ არანაირი შეტყობინება არ შესულა. საელჩოც და გენერალური საკონსულოც მუდმივ კონტაქტზე რჩებიან თურქეთის შესაბამის უწყებებთან”, – აღნიშნავს სამინისტრო.

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროებას შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:

თურქეთისა და სირიის საზღვარზე წუხელ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 300 ადამიანი. დაშავებულია ასობით, ბევრს კი ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში.

„გადამარჩინეთ“ – თურქეთში ქალმა ნანგრევებიდან ფოტო ტვიტერზე გამოაქვეყნა