7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს

წინასწარი პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელიც 7 წლის დისშვილის გაუპატიურებაშია ბრალდებული. გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 3 თებერვალს მიიღო.

როგორც ჟურნალისტებთან სკოლის წარმომადგენელი ამბობს, ბავშმა ძალადობის შესახებ სკოლაში თქვა, რის შემდეგაც მანდატურის სამსახური პოლიციას დაუკავშირდა. კაცი მალევე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.